ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ობიექტის პრივატიზების მიზნით აცხადებს განმეორებით აუქციონს  
აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება:

  1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 60,0 კვ.მ  ფართი ქ. ახმეტა რუსთაველის ქ-ის  პირას,ჰიგიენის სახლის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი № 500443160

საწყისის გასაყიდი ღირებულება -3480,0 ლარი.
უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (,,ბეს“) თნხის ოდენობა -1044,0 ლარი.
 ბიჯის ოდენობა -348,0 აშშ ლარი

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება       100,0      ლარი

აუქციონის პირობები:

  1. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს  ან იმ პირთა გაერთიანებებს  რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს  ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ია
  2. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება 2011 წლის 07 აპრილიდან და გაგრძელდება  2011  წლის 18 აპრილამდე  ,ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე . აუქციონის ჩატარების დღეს 14 საათამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა ჩოლოყაშვილის ქ. № 49(მესამე სართული)
  3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა რეგისტრატორს უნდა  წარუდგინოს შემდეგი საბუთები;

        ა)დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
     ბ) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის ,,ბე“-ს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ს/ს ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ: № 33039937  
      გ)მონაწილეობის ბილეთის ფასის შეტანის დამადასტურებელი საბანკო                 ქვითარი,      რომელიც შეტანილ უნდა იქნეს  ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ:№300543325
დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
    ე)სადამფუძნებლო დოკუმენტაციის  ასლები და მოქმედი ამონაწერი                           სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში)

 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია, ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის  (არანაკლებ საწყის ფასზე ,,ბიჯის“ დანამატით მიღებული თანხის) გადახდა.
აუქციონი გაიმართება   2011 წლის 18 აპრილს  15  საათზე
 დამატებითი   ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე : ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. 49, ტელ: 8 (249) 2-15-13. ინტერნეტ გვერდზე www.myakhmeta.ge

 

 

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის რუკა